ომის შედეგი
ომი... სიკვდილის სუნით გაჟღენთილი
ჰაერი და უიმედო მომავალი... ობოლი ბავშვები და არარობას შეწირული სიცოცხლე.
უსიცოცხლო გამიხედვა და ჩამქრალი ნაპერწკალი. განადგურდა სულიერად ქართველი ერი და
სული დაუმძიმდა... ქართულმა მიწამ ქართული სისხლი შეიწოვა... დედამ შვილი დაიტირა,
დამ ძმა დაკარგა, საცოლემ საქმრო და ეს ყველა საქართველოს დააკლდა.
ტკივილი და გაუქარვებელი სევდა.
შეშლილი და შიშით დამახინჯებული სახეები... ძაძებით მოსილი ცოლები და დედები...
გაძარცვული და განადგურებული სახლები. დაზაფრული ახალგაზრდობა... დამახინჯებული
სულის ბავშვები. დაუცველობის და უსუსურობის მძაფრი შეგრძნება. აი ესაა ამ უაზრო და
გამანდგურებელი ომის შედეგი.
ეს კიდევ არ არის აგვისტოს
მოვლენების სრული სურათი... ხალხმა ბევრად უარესი გამოიარა.
საქართველო ჩვენია. ღმერთმა გამოარჩია ჩვენი
ქვეყანა და მართლმადიდებლური მისია დააკისრა. რუსეთი კი უფრო დაშორდა ღმერთს.
ჩვენს ქვეყანას უზენაესის მადლი იფარავს გადაშენებისგან. ასე იყო დღემდე.
ნებისმიერი მიმხვდური ღმერთს ებრძვის საქართველოს დაქცევის სურვილით. მძიმე
დღეებში მთელი საქართველო ,, მამაო ჩვენოს“ ღაღადებდა. დღეს საქართველო ანთებული
სანთლების კონას ჰგავს, რუსეთი კი მშიერი მგლების ხროვას.
ათასჯერ მოვკვდებით ჩვენი ქვეყნის გულისთვის და მაინც ვერ გავძღებით მისი
სიყვარულით. გვჯერა, რაც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ბრძანა: ,, ძალა
სიმართლეშია და არა სიმრავლეში “. უფალმა ეს განსაცდელი იმიტომ მოგვივლინა, რომ
მერე დიდი სიხარულიც განგვაცდევინოს. ასეც იქნება!
იმ ცხელ დღეებში საქართველოში ნამდვილი გლოვის ზარი იდგა. დიდმა,
გამოუთქმელმა მწუხარებამ მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა. ხალხი გაერთიანდა და ერთ
მუშტად შეიკრა. მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს ქვეყანას ბომბავდა, თბილიში საზოგადოების
უმეტესმა ნაწილმა მშვიდობიანი აქციის ჩატარება გადაწყვიტა. ათიათასამდე ქართველმა
ახალგაზრდამ ხელში სანთლები დაიჭირა და ლოცვა დაიწყო გადარჩენისა და იმ ბიჭების
გასამხნევებლად, რომლებიც ბრძოლის ველზე იყვნენ.
მჯერა ღმერთი არ გაგვწირავს და აღარცერთ ქვეყანას არ მისცემს იმის უფლებას,
რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას მსგავსი სისასტიკით მოექცეს.
მთელი თავისი არსებობოს ისტორიის მანძილზე რუსეთი გამუდმებით
დამპყრობლის როლს თამაშობდა. რუსები ყოველთვის თავს ესხმოდნენ მეზობელ ქვეყნებს, თუკი
იგრძნობდნენ რომ იქ მათი გავლენა შესუსტდებოდა. ყველამ ვიცით ისტორიიდან მათი სასტიკი
შეჭრა ავღანეთსა და ჩეჩნეთში. ახლა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. უცნაურია რომ რუსეთს
არ ესმის რატომ მიმდინარეობს საქართველოში ომი. მაგრამ მე მწამს, რომ საქართველოში
დამყარდება მშვიდობა, და ბოლოს და ბოლოს რუსეთი აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბინძური პოლოტიკური თამაშები და საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანად
ცხოვრების საშუალება მოგვცეს.
,,ომი“-ეს სიტყვა ყოველთვის მზარავდა. საქართველოს
ისტორიას როცა ვკითხულობდი, სულ ვფიქრობდი და მიკვირდა ჩვენი წინაპრების
სიმამაცის. ყოველთვის სიამაყით ვივსებოდი მათი გმირობით. დღესაც ამაყი ვარ,
თანამედროვე ბიჭების გმირობით და თავდადებით. დღეს მე რომ უსაფრთხოდ ვარ, ეს მათი
დამსახურებაა. ამისთვის მადლობა მათ! მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს,
დედებს, ცოლებს და დებს... მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ამაყად ასწიონ თავი და
ამაყად იარონ, რადგან ასეთი გმირები ყველას არ ჰყავს... ომის შედეგი? შედეგად
მივიღეთ – ქვრივები, ობლები, უსახლკარო დევნილები, დეპრესიული ადამიანები. მაგრამ
მაინც გაერთიანებული, ერთ მუშტად შეკრული, რწმენით განმტკიცებული ერი! მინდა გავიმეორო ათასჯერ ნათქვამი
სიტყვები: ,,სანამ ერთად ვართ, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს!!!“
მე მიხარია რომ ვარ ქართველი და რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ერში იღვიძებს
წინაპრების სისხლი, რომელიც გვაიძულებს, ვიყოთ ერთად, ვიდგეთ ღირსეულად და
გვჯეროდეს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!
მახსენდება 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ეს სიტყვები და სულში ჯრუანტელი მივლის: ,,კაცთა
სიციცოხლე წარმავალია, ხოლო სამშობლო, რომლის გულმხურვალე სიყვარულს ამდენი
ქართველის სიცოცხლე შეეწირა, უკვდავია, მარადიულია! მარადიული იქნება იგი მუდამ,
სანამ ასე გვეყვარება, რადგან ყველაფრის აკრძალვა შეიძლება ქვეყნად, სიყვარულის
გარდა! ვიცოცხლოთ ამ სიყვარულის გადასარჩენად, რამენაირად ვიცოცხლოთ, რადგან ამ
დღეებმა აშკარად დაგვანახა მწარე სიმართლე – თურმე შეიძლება სამშობლოს
სიყვარულისთვის ზარბაზნის ლულები მოგვიშვირონ დაუცველ გულზე! "
ომმა მოიტანა ცრემლები და
თვალებში უსაშველო სევდა,
რამდენი ობოლი დარცჰა და
რამდენმა გაამწარა დედა.
რამდენმა აატირა ცოლი და
რამდენს დაუბნელდა ზეცა.
რამდენი სისხლი დაიღვარა
რამდენი იმსხვერპლე ნეტა?
რამდენის სიცოცხლე გაამწარეს,
რამდენს დაუბნელეს მზე და,,,
რამდენი პატარ დააობლეს,
რამდენი დაქვრივდა ნეტა?
რამდენს დაუნგრიეს მომავალი,
რამდენს დაუბნელდა ზეცა,
რამდენი დატოვეს უსახლკაროდ,
რამდენი აქციეს ფერფლად...
ტირის დედამიწა დარდიანი,
ცრემლი მოსდგომია ზეცას,
ბნელში ჩაძირულა ყველაფერი,
შვილი მოუკლეს დედას...
თვალები სავსეა დარდით და
გულმა სათქმელი ვერ თქვა.
გმირების გულები მტერმა ხომ
წამებში აქცია ფერფლად,
გმირი კიარ კვდება არასოდე,
ის ხომ მაღლა მიდის, ღმერთთან,
იქიდან დაიცავს საქართველოს,
მას არ მიაკარებს სევდას.
ტირის საქართველო დარდიანი,
გული აუჩუყდა ზეცას,
მაინც საქართველო არ მოკვდება,
ფეხზე წამოდგება, ეს მწამს!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий